სამართალდამცველებმა ბინის ქურდობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 27 წლის ოთარ აფრიდონიძეს 10-ზე მეტი ბინის ქურდობა ბრალდება, საიდანაც მას ძვირფასი ნივთები გაჰქონდა.
ასევე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაკავებულია ოქრომჭედელი იმედა ბერეკაშვილი, რომელიც ოთარ აფრიდონიძის მიერ ფარულად დაუფლებულ ძვირფას ნივთებს, წინასწარი შეცნობით ყიდულობდა, ადნობდა და ასაღებდა.
ბრალდებულმა აღიარა ათზე მეტი ბინის ქურდობა. ამოღებულია ნაქურდალი ნივთების ნაწილი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე, 186-ე და 236-ე მუხლებით.