ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ლიდერი დოკუ უმაროვი, რომლის ადგოლსამყოფელის შესახებ ბოლო დროს სხვა და სხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა საზღვარგარეთ მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ რუსეთში დაბრუნდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ლაივ ნიუსი" სპეცსამსახურებში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ, უმაროვმა თავისი მომხრეებთან თათბირიც ჩაატარა და ამჟამად ტერაქტებს რუსეთის ორ რეგიონში - ასტრახანის ოლქსა და კრასნოდარის მხარეში გეგმავენ.
წყაროს ინფორმაციით, უმაროვმა თურქეთში დაახლოებით ერთი თვე ჩაატარა. ერთ-ერთ კერძო კლინიკაში იგი მოყინულ ფეხებსა და ძველ იარებს მკურნალობდა. თავისი მომხრეების კრება კი მან სავარაუდოდ, ინგუშეთის ჯეირახის რაიონში ჩაატარა.
"უმაროვის მკვდრეთით აღდგომა მისი აზრით მრავალრიცხოვანი იერიშებით უნდა აღინიშნოს", _ აცხადებს წყარო.
შეგახსენებთ, რომ "კავკასიის იმარატის" ემირის, დოკუ უმაროვის ადგილსამყოფელის ან რაიმე სხვა სახის ინფორმაციაში, რომელმაც შესაძლოა მის დაჭერას შეუწყოს ხელი აშშ-ს მთავრობამ 2011 წლის მაისში 5 მილიონი აშშ დოლარი დააწესა.