საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მალაიზიაში დაკავებული დარეჯან კოხტაშვილის სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს არის ჩანიშნული სავარაუდოდ გადაიდება. ამის შესახებ დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ ვიცით, რომ ეს არის რუტინულად დაგეგმილი სასამართლო პროცეს, რომელიც მათი პროცესუალური ნორმების მოთხოვნით უნდა ჩატარდეს გარკვეული პერიოდულობით. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით ეს პროცესი დღეს გადაიდება", - აღნიშნა კალანდაძემ.