მიმდინარე წლის დასაწყისიდან ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქში 200 ზე მეტი ბოევიკია ლიკვიდირებული. მათგან დაახლოებით 100 დაღესტანში. ეს განცხადება რუსეთის შს მინისტრმა რაშიდ ნურგალიევმა გააკეთა.
"ჩატარებული 975 წარმატებული სპეცოპერაციის დროს ნეიტრალიზებულია 206 ბოევიკი, მათ შორის 24 ბანდლიდერი. ამას გარდა, დაკავებულია 225 ბოევიკი და მათი თანამზრახველი", _ განაცხადა ნურგალიევმა საგანგებოდ გამართულ თათბირზე.