ყაბარდო-ბალყარეთში, ელბრუკის რაიონში სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებმა ერთი ბოევიკი გაანადგურეს, ხოლო ერთი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის ანტიტერორისტული ცენტრი ავრცელებს.
"დღეს, 03:00 საათზე ელბრუსის რაიონის მთიან ნაწილში ყაბარდო-ბალყარეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის და რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგებლების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად უკანონო შეიარაღებული ფორმირების ერთი წევრის განადგურება და ერთის დაკავება მოხერხდა", - ნათქვამია ანტიტერორისტული ცენტრის განცხადებაში.
ამ დროისთვის ელბრუკის რაიონში სპეცოპერაცია დაჯგუფების სხვა წევრების გამოსავლენად კვლავ გრძელდება.