ეკა ბესელია არასამთვრობო სექტორს და დიპლომატიურ კორპუსს ადვოკატი ქეთი ბექაურის დაცვისკენ მოუწოდებს.
,, სოლიდარობა უკანონო პატიმრებს ‘' ხელმძღვანელი, ეკა ბესელია აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის, ქეთი ბექაურის მიმართ, რამდენიმე ფაქტს ჰქონდა ადგილი, რომელიც მიზანმიმართული დევნის მადასტურებელია.
,,ხელისუფლება არაპირდაპირ აფრთხილებს ადვოკატს, რომ თავი შეიკავოს იმ ფაქტების გახმაურებისაგან, რაც საქართველოს მოქალაქეების წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების გამომზეურებას უკავშირდება ,"- აცხადებს ბესელია.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი სააკაშვილის რეჟიმის მხრიდან, ადვოკატთა კორპუსის დევნას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს ‘' ხელმძღვანელი არასამთვრობო სექტორს და დიპლომატიურ კორპუსს მიმართავს, ადვოკატი ქეთი ბექაური ხელისუფლების სხვადსხვა ფორმის უკანონო გამოვლინებებისგან დაიცვას და ადვოკატს მისცენ შესაძლებლობა ხელის შეშლის გარეშე პროფესიული მოვალეობები განახორციელოს .
მასალის გამოყენების პირობები