შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს 1975 წ.დ. ლევან გოგოლაძე.
შსს-ის ინფორმაციით, ბრალდებულმა 2011 წლის 18 აპრილს თანასოფლელთან , 1969 წ.დ. ჯამბულად გოგოლაძესთან ერთად, სოფელ დვირთან ახლოს, ცივი აირაღის, გამოყენებით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა 1985 წ.დ. სულიკო აიწურაძეს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. იმავე დღეს აღნიშნულმა პირებმა აიწურაძის გვამი დაწვეს მდინარის პირას ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხასთან და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
ამავე წლის 22 ივნისს ჯამბულად გოგოლაძემ თავის საცხოვრებელ სახლში თავი ჩამოიხრჩო.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 13-17 წლამდე.