სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს ფიზიკური პირების ადმინისტრაციული წესით დაკავების უფლებამოსილება მიენიჭათ.
დღემდე მოქმედი ნორმით, წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს მხოლოდ კანონდამრღვევი პირის მისი დაცვის ქვეშ მყოფი ობიექტის ტერიტორიიდან გაყვანა შეეძლო.
მიღებული გადაწყვეტილების თანახმად კი, სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს მოქალაქეთა ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და შემდგომში შსს-ისთვის გადაცემის უფლებამოსილება მიენიჭა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს მათ მიერ დაკავებული პირებისთვის პირადი ნივთებისა და დოკუმენტაციის ჩამორთმევის უფლებაც მიეცათ.