საქართველოს შემდგომი სამშვიდობო მისია ავღანეთში ბრიტანეთის კონტინგენტის დაქვემდებარებაში შევა. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.
მისი თქმით, საქართველოს მონაწილეობა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა მისიაში ქართული მხარის მონაწილეობა საქართველოსთვის გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.
"საქართველო ავღანეთის სამშვიდობო მისიის შემადგენლობის გაზრდას გეგმავს. ავღანეთში საქართველოს სამშვიდობო მისიის შემდეგი შემადგენლობა ბრიტანული კონტინგენტის დაქვემდებარებაში შევა. ეს რისკებთან არის დაკავშირებული, თუმცა მისიაში ქართული მხარის მონაწილეობა საქართველოსთვის გეოპოლიტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია", _ განაცხადა მანჯგალაძემ.