იტალიაში აუგუსტას პორტში დაკავებული გემის ეკიპაჟისა და ქართველი მეზღვაურების შესახებ საქმის მორიგი განხილვა 7 ივლისს გაიმართება. ამ გადაწყვტილებით დასრულდა ბოლო პროცესი რომელის დახურულ რეჟიმში ჩატარდა. მისი გადადება ტვირთის მფლობელის ადვოკატმა მოითხოვა. იქიდან გამომდინარე, რომ გემზე ჯანმრთელობის მდგომარეობის საფრთხის შემცველი ტვირთი ინახება ქართულმა მხარემ აუგუსტას პორტს თხოვნით მიმართა, რომ მეზღვაურები და მთლიანად ეკიპაჟი პორტში გადაიყვანონ.
იტალიაში დაკავბული პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის სამი ქართველი მეზღვაურიდან ერთი უკვე საქართველოში იმყოფება.