ოქრუაშვილის დაჯგუფების წევრებისათვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართომ ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.
მასში ნათქვამია, რომ ბრალდებულების გიორგი საათაშვილის, შალვა საბაშვილის, ხვიჩა მაჭარაშვილისა და კახაბერ ტერაშვილის მიმართ პატიმრობის შეფარდებისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო მათ მიმართ წარდგენილი ბრალდების სიმძიმე. მათ ბრალად ედებათ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება.
"ამოღებული დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები მიუთითებს დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით სასამართლომ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", _ ნათქვამია განცხადებაში.