შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ქართული პარტიის" დაკავებულ წევრებს "მაისის ბოლოს გეგმა უნდა განეხორციელებინათ".
ასე ეხმაურება შსს პარტიის წარმომადგენლების მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მათ მათი მოძრაობის წევრების დაკავება პოლიტიკური მოტივით შეაფასეს.
რა გეგმის განხორციელებაზეა საუბარი, ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო ხვალ, 23 ივნისს, 12 საათზე დაგეგმილ სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანებს.