საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე კონტრაბანდული ტვირთის გადმოტანის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: მირიან მახარაძე და მერაბ ცეცხლძე.
როგორც ფინანსთა სამინისტრო იუწყება, გამოძიებით დადგინდა, რომ მახარაძე ერთ-ერთ მოქალაქეს 2500 ლარის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ თურქეთიდან ავტონაწილებისა და ტექსტილის ნაწარმის უკანონოდ შემოტანაში დაეხმარებოდა.
"იგი თურქეთის ტერიტორიაზე გადავიდა, სადაც ყალბი ინვოისები დაამზადა და მერაბ ცეცხლაძის დამხარებით საქართველოს ეკონომიკური საზღვარი გადმოლახა. ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მახარაძემ და ცეცხლაძემ სასაქონლო დეკლარაციაში ტექსტილისა და ავტონაწილების სატარიფო ფასები დაახლობით სამმაგად შეამცირეს, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა",-იუწყება ფინანსთა სამინისტრო.
სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული მაშინ დააკავეს, როცა მათ კონტრაბანდული საქონლის შემოტანისათვის მოქალაქისაგან დაპირებული თანხა მიიღეს.
წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით, რაც ითვალსიწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.