ბორჯომში უბედურ შემთხვევას 26 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. გიორგი ლომსაძე სოფელ ჭობისხევში ხიდიდან გადავარდა. თვითმხილველების თქმით, ლომსაძე ხიდზე გადასვლის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მისი წყლიდან გამოყვანა ოჯახის წევრებმა ვერ შეძლეს და ადგილზე ბორჯომის სამაშველო სამსახური გამოიძახეს, თუმცა, ადიდებული მდინარის გამო ლომსაძის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.