დღეს, 22 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი განახლდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა, დღევანდელ პროცესზე ცოტნე გამსახურდიას დაკითხვა იგეგმება.
მისივე თქმით, გამსახურდია უკვე 21-ე დღეა შიმშილობს, რის გამოც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
"მიუხედავად ამისა, ის ჩვენებას მაინც მისცემს", - განმარტავს ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა საქმესთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი საპყრობილის ერთ-ერთ თანამშრომლისთვის ქრთამის მიცემაში დამნაშავედ სცნო.