სამართალდამრღვევ პირს დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით სამსახურებრივი საშტატო იარაღის ტარება უფლება 3 წლის ვადით ჩამოერთმევა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში".
დღეს არსებული ნორმის თანახმად, ძირითადი და დამატებითი ადმინისტრაციული სახდელები საგნების სასყიდლით ჩამორთმევა და კონფისკაცია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით. გაფრთხილება, ჯარიმა, სპეციალური უფლების ჩამორთმევა, გამასწორებელი სამუშაო, ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი.
კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ ჩამონათვალს სამსახურეობრივი საშტატო იარაღის ტარება უფლების 3 წლის ვადით ჩამორთმევა ემატება, თუმცა განმარტებულია, რომ იარაღის ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებული იყოს მხოლოდ როგორც დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.
ამასთან, ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის შეიძლება დადებულ იქნეს ძირითადი ან ძირითადი და დამატებითი სახდელი.