საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსი ოკუპანტების მიერ ონის რაიონის სოფელ ღარში ქართველების დაკავებას "მორიგ უკანონო ქმედებად აფასებს"
"ეს არის საოკუპაციო ხელისუფლების მორიგი უკანონო ქმედება" ქვეყნის პირველი პირის ეს პოზიცია ჟურნალისტებს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო. მისივე თქმით, ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ "ჩვენი თანამემამულეები საკუთარ სახლებში დროულად დაბრუნდნენ".
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა 10 ქართველი სოფელ ღარში რამდენიმე დღის წინ დააკავეს.