ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს რიგითი გია გოგუაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
სამინისტროს ინფორმაციით, ოჯახს. რიგითი გოგუაძე III ქვეითი ბრიგადის შემადგენლობაში ISAF-ის მისიის ფარგლებში ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. გია გოგუაძე თალიბების თავდასხმის დროს დაიჭრა. მოხდა მისი ჰოსპიტალიზაცია, თუმცა ექიმებმა ჭრილობების სიმძიმის გამო სამხედროს გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ცხედარი საქართველოში გადმოსვენებულია.
რიგითი გოგუაძე საქართველოს შეარაღებულ ძალებში 2010 წლიდან მსახურობდა.