სასაზღვრო პოლიციის ყოფილ შეფ, ბადრი ბიწაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს გამართულ პროცესზე დააკმაყოფილა.
„სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მის საფუძველზე ბადრი ბიწაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ნაცვლად პატიმრობა შეეფარდა", - განუცხადეს „ჯი-ეიჩ-ენს" საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში.
რაც შეეხება იმას, გამოცხადდება თუ არა ძებნა ბადრი ბიწაძეზე სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, როგორც სასამართლოში განმარტავენ, ეს ბრალდების მხარის პრეროგატივაა.