"მონტერეი CG-61"-ი უკვე ბათუმშია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდს "მონტერეი CG-61"-ის კაპიტანს ჯეიმს კილბის უმასპინძლა.
შეხვედრაზე ვარშალომიძემ და კილბიმ სამომავლო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ასევე, ამერიკულმა მხარემ კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ბათუმის პორტში არაჩბვეულებრივი დახვედრის ცერემონიალი ჰქონდათ და მოხიბლულნი არიან ქალაქის ახალი არქიტექტურით.
"მონტერეი CG-61" ბათუმში 23 ივნისამდე დარჩება. ხომალდი ბათუმში ოდესიდან შემოვიდა, სადაც იგი უკრაინელებთან ერთად ერთობლივ წვრთნებს გადიოდა. "მონტერეი CG-61" ბაზირებულია ნორფოლკში (ვირჯინიის შტატი). მისი ეკიპაჟი 370-კაცამდე შეადგენს, საიდანაც 43 ოფიცერია.