აზერბაიჯანის შს სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელიც 2011 წლის 19 ივნისს გამართულ ოპოზიციის მიტინგს ეხება.
შშ სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სხვა და სხვა რადიკალური ოპოზიციური პარტიების წევრებმა, რომლებიც ე.წ. საზოგადოებრივ პალატაში შედიან, 19 ივნისს ქალაქ ბაქოს სხვა და სხვა ნაწილში არასანქცირებული აქციების ჩატარება სცადეს, ამით კი სიმშვიდე და წესრიგი დაარღვიეს.
აქციის მონაწილეები პარტია "მუსავატ"-ისა და აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის წევრები არიან. 17:00 საათიდან დაწყებული, უკანონო აქციების მონაწილეები მცირერიცხოვანი ჯგუფებით, არღვევდნენ ადამიანების სიმშვიდეს, ლახავდნენ მათ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხელს უშლიდნენ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნორმალურ გადაადგილებას, წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს და წვრილმან ხულიგნურ საქციელს სჩადიოდნენ.
გატარებული ღონისძიებების შედეგად, კანონისა და პოლიციის წარმომადგენლებისათვის დაუმორჩილებლობის გამო აქციის დახლოებით 80 მონაწილისგან 23 ადამიანი დააკავეს. მათ შორის, 10 ადამიანის საქმე შესაბამის სასამართლოებს გადაეგზავნათ, ხოლო 13 ადამიანის საქმის შესახებ პოლიციის ორგანოების მიერ შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნა გამოტანილი.