საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს ბრალდებულ ბადრი ბიწაძის მიმართ, ადრე გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების (გირაოს) პირობების დარღვევის გამო, უფრო მძიმე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენების შესახებ.
"2011 წლის 31 მაისს, საქართველოს პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, ბადრი რეზოს ძე ბიწაძის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს - ასი ათასი ლარის გამოყენების შესახებ. ბადრი ბიწაძეს პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის წაუყენა. 2011 წლის 26 მაისს ძალოვანი სტრუქტურების ცალკეული წარმომადგენლების მიერ ძალის გადამეტების შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.