წუხელ, დაღესტნის დედაქალაქ მახაჩკალაში საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში უცნობმა პირებმა სამართალდამცავი ორგანოს ერთი თანამშრომელი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ დაღესტნის შს სამინისტრო ავრცელებს.
"ცეცხლი მილიციელის მიმართულებით უცნობმა პირებმა გახსნეს. იარაღის ტიპი, რომლითაც ბოროტმოქმედები ისროდნენ, ჯერჯერობით დაუდგენელია. თავისა და გულმკერდის არეში დაჭრილი მილიციელი ადგილზე გარდაიცვალა", - იუწყება რუსული მედია.
მათივე ინფორმაციით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 9 მილიმეტრიანი კალიბრის 15 გილზი. მიმდინარეობს გამოძიება.
მასალის გამოყენების პირობები