ვაჟა-ფშაველას გამზირზე 70 წლის მოხუცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მეზობლები პოლიციას მას შემდეგ დაუკავშირდნენ, რაც სადარბაზოში მძიმე სუნი იგრძნეს. ბინაში შესულ სამართალდამცავებს საზარელი სურათი დახვდათ. ემა მაისაია წყლით სავსე აბაზანაში ეგდო. მაისაია შვილთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მეზობლებს უკვე ერთი კვირაა არ უნახავთ. შემთხვევის ადგილზე უკვე რამდენიმე საათია ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
მეზობლების ინფორმაციით, ბინაში დედა-შვილი მარტო ცხოვრობდა. მეზობლები ასევე აცხადებენ, რომ დაახლოებით 10 დღის წინ მათ გარდაცვლილის ბინიდან საკმაოდ ხმამაღალი ჩხუბი ესმოდათ. სწორედ ამ კამათის შემდეგ მეზობლებს ემა მაისაიას შვილი აღარ უნახავთ. მათი განცხადებით, დედა-შვილს შორის კამათი და კონფლიქტი საკმაოდ ხშირი იყო და ამიტომაც ისინი არ გამორიცხავენ, რომ მომხდარი შესაძლოა სულაც არ იყოს უბედური შემთხვევა.
მათი ინფორმაციით, გარდაცვლილის შვილი 45 წლის მამაკაცია, რომელიც რუსეთიდან საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. ის უკვე 10 დღეა მეზობლებს არ უნახავთ.
ცხედარს პროზექტურაში გადაასვენებენ.