"სისხლის სამართლის კოდექსში" შესატანი ცვლილებები სახალხო კრების აქციების დროს დაკავებულ პირებს არ შეეხებათ. ამის შესახებ ჟურნალისტებს კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა პავლე კუბლაშვილმა განუცხადა.
კანონპროექტის თანახმად, პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან მათ სამსახურეობრივ და საცხოვრებელ შენობებზე, სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა შვიდიდან 20 წლამდე თავისუფლები აღკვეთით, ან უვადო პატიმრობით დაისჯება.
"ცალსახად ვაცხადებ, რომ ეს ნორმა აქციების დროს დაკავებულ პირებს არ შეეხებათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი საბოლოო განაჩენი სასამართლოს ჯერ გამოუტანია", - აღნიშნა კუბლაშვილმა და დასძინა, რომ ცვლილებები კანონის ამოქმედების დროს მომხდარ ახალ ქმედებებს შეეხება.