კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაკავებულია თბილისში მოქმედი ქურდული ტრადიციების მატარებელი ორგანიზებული-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: დიმიტრი და ბადრი ჯანელიძეები.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, დაკავებულები მოქალაქე ირაკლი ჩხაიძეს დაშინებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარით და ქურდული გარჩევის გზით სისტემატიურად სძალავდნენ თანხას. ისინი დაკავებულები იქნენ მორიგი 10 000 ამერიკული დოლარის გამოძალვის ფაქტზე.
დანაშაული ითვალისწინებს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.