დიდი ოდენობით პროდუქციაზე გამოწერილი ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ინდივიდუალური მეწარმეები გიორგი მუსერიძე და იოსებ მიროტაძე.
გამოძიებით დადგენილია, რომ აღნიშნულმა პირებმა სხვადასხვა დროს რამდენიმე მოქალაქეს დაუმზადეს და გადასცეს დაახლოებით 72 500 ათასი ლარის სამშენებლო მასალაზე გამოწერილი ყალბი სასაქონლო ზედნადებები. უსაქონლო ოპერაციის შერულებაში გ. მუსერიძემ 8 000 ლარი, ი. მიროტაძემ კი - 3500 ლარი აიღო.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები უშუალოდ ფაქტზე დააკავეს. სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობას ძიება დაადგენს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალსიწინებს თავისუფლების აღკვეთას ორიდან ხუთ წლამდე ვადით.