ჟურნალმა "ფორბსმა" 10 ყველაზე საშიში დამნაშავის სია გამოაქვეყნა. ალ-ქაიდას ლიდერის, უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ სიის სათავეში მექსიკელი ნარკობარონი დომინიკ გუსმანი მოექცა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე საშიში დამნაშავეების ათეულში სამი რუსეთიდან არის.
ყველაზე სახიფათო დამნაშავეების სიას "ფორბსი" 2008 წლიდან აქვეყნებს, სიაზე მუშაობისას გამომცემლობა სხვადასხვა ქვეყნის სამართლადამცავი ორგანოების მონაცემებს ეყრდნობა.
წინა წლის მსგავსად, სიაში მოხვდნენ რუსები. "ფორბსმა" სიაში შეიყვანა დოკუ უმაროვი, სემენ მაგილევიჩი და ალიმჯან ტოხტახუნოვი, მეტსახელად ,,ტაივანჩიკი".
ბიზნესმენი სემენ მაგილევიჩი ფედერალური გამოძიების ბუროს გამოცემებით ,,ფულის გამთეთრებელ" კრიმინალურ ქსელს უდგას სათავეში, ასევე აკონტროლებს გაზსადენი მილების ქსელს აღმოსავლეთ ევროპაში.
ფორბსი რუს უსამა ბინ ლადენად იხსენიებს ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების დაჯგუფების მეთაურს დოკუ უმაროვს. მარტში გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უმაროვი ალ ქაიდასთან დაკავშირებულ ტერორისტების სიაში შეიყვანა. 2010 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპატრამენტმა უმაროვი ოფიციალურად ცნო ტერორისტად, იგი მოიაზრება ორგანიზაცია ,,კავკასიის ემირატების" ერთ-ერთ ლიდერად და შეყვანილია ,,განსაკუთრებულად ძებნილი საერთაშორისო ტერორისტების სიაში" .
ალიმჯან ტოხტახუნოვს - უზბეკური წარმოშობის რუს ბიზნესმენი ამერიკის შეერთებულ შტატებში ევრაზიული კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთს მთავარ ,,მოთამაშედ" მოიაზრებენ.
ასევე სიაში შეყვანილია იტალიელი მაფიოზი მატეო მესინა დინარო, ალ ქაიდას ამჟამინდელი ლიდერი აიმან აზ-ზავაჰირი, რუანდაში მოწყობილ გენოციდში ბრალდებული ფეილსენ კაბუგა, უგანიდის შეიარაღებული დაჯგუფების ,,წინააღმდეგობის საღვთო არმიის" ლიდერი ჯოზეფ კონი და ინდური კრიმინალური დაჯგუფების ხელმძღვანელი დაუდ იბრაჰიმი.