სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში უმრავლესობის მოსაზრებებს ციხეების გადატვირთულობასთან დაკავშირებით კატეგორიულად არ იზიარებს. ამის შესახებ ტუღუშმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ხერხეულიძემ სასჯელაღსრულების სისტემაში გადატვირთულობის პრობლემის მოგვარებაზე ისაუბრა.
"თქვენს შეფასებას კატეგორიულად ვერ გავიზიარებ. გადატვირთულობის პრობლემა არ არის მოგვარებული და მეტიც, შეიძლება უფრო გამწვავდეს", - განაცხადა ომბუდსმენმა ხერხეულიძის საპასუხოდ.
"მხოლოდ ციხის აშენება კი არა, სხვა საკითხებიც უნდა გააანალიზოთ, რაც ჩემს ანგარიშშია მოყვანილი", - განაცხადა ტუღუშმა.