აქციის მონაწილეების მიერ ალკოჰოლის მასობრივი გამოყენება მისი დაშლის მიზეზი გახდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებების შედის "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონში.
კანონპროექტის თანახმად, თუ აქციის მსვლელობისას მასობრივად აქვს ადგილი იმ გარემოებას, რომ მონაწილეებს აქვთ ისეთი საგნები ან ნივთიერებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის შეკრებისა ან მანიფესტაციის სხვა მონაწილეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; ასევე, თუ აქვთ ცრემლსადენი, ნერვულ-პარალიტიკური მოქმედების და მომწამვლელი ნივთიერებანი ანდა ალკოჰოლიანი სასმელები, შეკრება და მანიფესტაცია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მოთხოვნისთანავე.
თუ მანიფესტაცია არ შეწყდა, კანონპროექტში ცალსახად წერია, რომ "სამართალდამცავი ორგანოები შეკრების ან მანიფესტაციის მსვლელობის შესაწყვეტად და მის მონაწილეთა დასაშლელად გამოიყენებენ საერთაშორისო სამართლითა და საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ზომებს". აქციის დაშლა იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ გაფრთხილებიდან აქციის პასუხისმგებელმა პირებმა აქციის მონაწილეების მიერ დარღვევების აღმოფხვრა, 15 წუთში ვერ შეძლეს.