სახალხო დამცველის გიორგი ტუღუშის განცხადებით, ცოტნე გამსახურდიასთვის უფლებების აღდგენით შესაბამის უწყებებს რეკომენდაციით მან უკვე მიმართა.
"სახალხო დამცველის წარმომადგენლები 3 ივნისს მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებაში ცოტნე გამსახურდიასთან იმყოფებოდნენ, რომელიც ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ ირღვევა მის უფლებები - გასეირნებასთან, შხაპის მიღებასთან, ტელეფონით სარგებლობასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ტუღუშმა.
მისი თქმით, გამსახურდია აპროტესტებდა, რომ მედიკამენტის, რომელიც აუცილებელია მისთვის, შეტანის უფლებას არ აძლევენ.
"შესაბამისი რეკომენდაციით მივმართეთ შესაბამის უწყებებს და მოვთხოვეთ, გამსახურდიას უფლებები აღადგინონ", - განაცხადა ტუღუშმა.