გორში მომხდარი მკვლელობა გახსნილია - 22 წლის დევი ქინქლაძე დავით ქვლივიძემ მოკლა. სამართალდამცავებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ხუთი ახალგაზრდა, მათ შორის დაკავებული ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში სვამდა.
ამ ეზოში დევი ქინქლაძემ მეგობარი გოგო მიაცილა. მოგვიანებით იგი სუფრაზე მიიპატიჟეს.
მალე ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება დაიწყო, რა დროსაც ქვლივიძემ ქინქლაძეს ყელისა და გულმკერდის არეში დანა ჩაარტყა.