ულწლოვანთა მონაწილეობით შექმნილი უცხოური პორნოგრაფიული ფილმების გამრავლებისა და გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: გოჩა მაზანაშვილი, პაატა გეგია და გოგიტა გოგლიჩაძე.
გამოძიებით დადგინდა, რომ გოჩა მაზანაშვილს საცხოვრებელ ბინაში ჰქონდა კომპიუტერი და ვიდეო აპატარატურა, რომელთა საშუალებითაც პორნოგრაფიული ფილმების გამრავლებას ახორციელებდა. აღნიშნული დი-ვი-დი და სი-დი დისკების რეალიზაციას პაატა გეგია მშრალ ხიდთან არსებულ ბაზრობაზე, გოგიტა გოგლიჩიძე კი - ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ახდენდნენ. გ. მაზანაშვილი პორნოფილმების ნაწილს ე. წ. „ვე-ჰა-ეს"-ის სისტემის ვიდეოკასეტებიდან იწერდა, ნაწილს კი - პაატა გეგიას მიერ მიწოდებული პორნო-დი-ვი-დი დისკებიდან. პლასტმასის ყდაზე განსათავსებელი პორნო-ფოტოების კოლაჟებს კი ქსერო-სკანირების დანადგარზე ბეჭდავდა.
ვიდეოპროდუქციას კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერთა ჯგუფში ექიმი-ფსიქოლოგი, ექიმი-გინეკოლოგი, კoნომცოდნე და იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები მუშაობდნენ. შესაბამისი დასკვნის მიხედვით, აღნიშნულ დისკებზე არსებულ გამოსახულებაში გარკვეულ ეპიზოდებში სქესობრივი აქტის ამსახველ კადრში მონაწილეობას იღებენ ხუთ წლამდე ასაკის ბავშვები, ასევე თხუთმეტ წლამდე ასაკის მოზარდები და თხუთმეტ წელს ზემოთ ასაკის პირები.
გ.გოგლიჩაძესა და პ.გეგიას პორნოგრაფიული ფილმები შენიღბული სახით სხვა ფილმების დისკების ქვემოდან ჰქონდათ დალაგებული, თუმცა დღეში საშუალოდ 10-15 დისკს უპრობლემოდ ყიდდნენ. პორნო-ფილმების საცალო ფასი 3-დან 5-ლარამდე მერყეობდა. ფილმები არასრულწლოვანთა მონაწილეობით შედარებით ძვირი ღირდა. მომხმარებლები სხვადასხვა ასაკის და სოციალური ჯგუფის წევრები იყვნენ, მათ შორის, ახალგაზრდებიც.
სამართალდამცველებმა რელიზაციის ადგილებიდან და დანაშაულებრივი ჯგუფის წევრთა სახლებიდან ასეულობით პორნოგრაფიული დისკი ამოიღეს.
წინასწარი გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.