ავტოქარხნის დასახლებაში მცხოვრებ ოჯახებს ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენის საფრთხე აღარ ემუქრებათ. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არაკეთილსინდიერ ინკასატორს 7000 ლარის გადახდა დააკისრა. სააქციო საზოგადოება „ქუთგაზმა" საკუთარი თანამშრომლის წინააღმდეგ სარჩელი „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაციის დაჟინებული მოთხოვნის შედეგად შეიტანა.
„ქუთგაზი" სოციალურად დაუცველ მოსახლეობას 7000 ლარს ედავებოდა და ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენით ემუქრებოდა. გამოძიებისას კი გაირკვა, რომ ასზე მეტ ოჯახს სოლიდური დავალიანება ინკასატორის არაკეთილსინდისიერების წყალობით ერიცხებოდა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ავტოქარხნის მოსახლეობას დღეს თავად „ქრისტიან-დემოკრატებმა" აცნობეს.