გორში მკვლელობა მოხდა - წუხელ, გვიან ღამით 22 წლის დევი ქინქლაძე მოკლეს. მას ცივი იარაღით ჭრილობები ყელისა და გულის არეში აქვს მიყენებული.
შემთხვევა დილის 04:00 საათზე ეკატერინე ჯუღაშვილის ქუჩაზე მოხდა.
დევი ქინქლაძე მიყენებული ჭრილობებისგან ადგილზევე გარდაიცვალა.
ოჯახის წევრები მკვლელობის მოტივებზე საუბრისას შელაპარაკებას ასახელებენ.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკავებულია ორი ადამიანი. მიმდინარეობს გამოძიება.