იუსტიციის სამინისტროს ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა საბიუჯეტო თანხმების მითვისებაში ეჭვმიტანილი რამდენიმე მეწარმე დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, მეწარმე სუბიექტებმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყურძნის შესყიდვისთვის გამოყოფილი ასეულობით ათასი ლარი მიითვისეს.
ეს თანხა საწარმომ სახელმწიფოსგან იაფი კრედიტის ფარგლებში მიიღო.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ პროექტით გამოყოფილი თანხის არამიზნობრივად ხარჯვის რამდენიმე კონკრეტული ფაქტი ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა უკვე გამოავლინა.
ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გურჯაანის სპირტის სახდელ ქარხანას უკავშირდება. არალეგალური შემოსავლებისა და დოკუმენტაციის გაყალბების ბრალდებით, მაშინ შვიდი პირი დააკავეს.