დილიდან ყაბარდო-ბალყარეთის ელბრუსის რაიონში რუსი ძალოვნები ბოევიკების წინააღმდეგ სპეცოპერაციას ატარებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. დაპირისპირებულ მხარეებს შორის გაიხსნა ცეცხლი, რასაც ორი სამართალდამცაველის დაჭრა მოჰყვა.
"ბოევიკების რაოდენობა, სავარაუდოდ, სამია. ამჯამად სპეცოპერაცია გრძელდება",- იუწყება რუსული მედია.