ყალბი საგადასახადო დოკუმენტაციის დამზაადებისა და გასაღების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ინდმეწრმე მურად კობახიძე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მ. კობხიძემ ერთ-ერთ მოქალაქეს 4200 ლარის სანაცვლოდ სხვა ინდმეწარმის სახელით დაუმზადა და გადასცა ათასობით ლარის პროდუქციაზე გამოწერლი ყალბი სასაქონლო ზედნადები და სხვა საგადასახადო დოკუმეტაცია.
სამართალდამცველებმა ბრალდებული უშუალოდ ფაქტზე დააკავეს.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.