ბათუმის პორტში მეგობრული ვიზიტით აშშ-ს საზღვაო ხომალდი "ანზიო" შემოვიდა. აჭარის მტავრობის ინფორმაციით, ხომალდის დახვედრის ცერემონიალს ბათუმის მერი სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად დაესწრო .
"ანზიო" მოქმედებს შავი ზღვის არეალში რამდენიმე ქვეყანასთან ერთად, ერთობლივი საზღვაო წვრთნების ჩატარების მიზნით. ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ჩაატარებენ ერთობლივ წვრთნებს.
მოგვიანებით აშშ-ს საზღვაო ძალების კაპიტან ჯონ დორის და მის ეკიპაჟს შეხვდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ადმინისტრაციაში.