9 ივნისს, ხუთშაბათს, 12:00სთ-ზე მთავარ პროკურატურაში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის შესარჩევი კონკურსის დასკვნითი ტური გაიმართება. კონკურსანტებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ზოგადი უნარ-ჩვევებისა და IQ ტესტები, ინდივიდუალური გასაუბრება ჩაუტარდებათ.
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის კონკურსი მთავარმა პროკურატურამ მაისში გამოაცხადა. მასში მონაწილე 512 კანდიდატიდან გასაუბრებაზე 47 კონკურსანტია დაშვებული. მათგან 15 საუკეთესო კი მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის პოზიციაზე დაინიშნება.