9-12 ივნისს ბათუმში აშშ-ის საზღვაო ძალების გემი "ანზიო" შემოვა. ამის შესახებ აშშ-ის საელჩო აცხადებს. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კენტ ლოგსდონი მიესალმება აშშ საზღვაო ძალების გემის ბათუმის პორტში შემოსვლას.
როგორც საელჩოში აცხადებენ, "ანზიო" მოქმედებს შავი ზღვის არეალში რამდენიმე ქვეყანასთან ერთად ერთობლივი საზვაო წვრთების ჩატარების მიზნით. გემის ოფიცრები შეხვდებიან ქართველ ოფიციალურ პირებს ბათუმში, ხოლო ამერიკელი და ქართველი სამხედრო მოსამსახურეები ჩაატარებენ წვრთნებს გემის დაზიანების აღმოფხვრაში, აგრეთვე ძრავისა და ელექტრო მოწყობილობების სარემონტო სამუშაოში. აშშ საზღვაო ძალების გემს სარდლობს აშშ საზღვაო ძალების კაპიტანი ჯონ დორი.
"ანზიო" არის ტიკონდეროგას კლასის მართვადი რაკეტებითა და საუკეთესო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კრეისერი. გემს სახელი მიენიჭა მეორე მსოფლიო ომოს დროს 1944 წლის 22 იანვარს იტალიის ქალაქ ანზიოს სანაპიროზე საზღვაო დესანტის მიერ პლაცდარმის მოპოვების საპატივსაცემოდ. 173 მეტრის სიგძის გემზე მსახურობენ 31 ოფიცერი და 305 რიგითი შემადგენლობის მოსამსახურე.