თბილისში, პეკინის ქუჩაზე დღეს საღამოს ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. ინციდენტი დაახლოებით 22:30 საათზე, მაღაზია "ისი პარის" ეზოში მოხდა. დაჭრილები არიან იმავე ეზოს მცხოვრებლები ნიკა ნადირაძე და გენო მიქაძე.
ადგილობრივი მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ ახალგაზრდები იქვე, მოედანზე თამაშობდნენ, როდესაც მათ რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს. მათი თქმით, არ შეუნიშნავთ, თუ ვინ ისროლა ორი ახალგაზრდის მიმართულებით.
ადგილზე კრიმინალისტები მუშაობენ.