8 ივნისს, 10:30-ზე, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის შესახებ კონფერენცია ჩატარდება.
კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ელჩი, ფილიპ დიმიტროვი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში რულანდ მონაში.