მოსკოვში საქართველოს მოქალაქე მოკლეს.წინასწარი ინფორმაციით, 48 წლის გელა ბლიაძეს ეთნიკურ ნიადაგზე გაუსწორდნენ.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, გელა ბლიაძე ქუჩაში გვიან ღამით, სიგარეტის საყიდლად გავიდა და სახლში აღარ დაბრუნებულა. სამართალდამცველებმა მისი ნაწამები ცხედარი დილით იპოვეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.
გელა ბლიაძეს ოჯახი თბილისში ჰყავს, თავად კი მოსკოვში მშენებლობაზე მუშაობდა. მოკლულის ოჯახი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხედრის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვს.