ვარკეთილში მომხდარი დაპირისპირების შედეგად ორი ადამიანი დაიჭრა. 23 წლის ლევან მენთეშაშვილსა და ირაკლი გიგლემიანს გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდათ.
პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.
ინციდენტში ბრალდებულები პოლიციამ უკვე დააკავა.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.