აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის ელდარ საბიროგლუს განცხადებით - "აზერბაიჯანელი ჯარისკაცი ხალხის იმედს გაამართლებს და ოკუპირებულ მიწებს მტრისგან გაათავისუფლებს".
მისივე თქმით, სომხეთის ხელისუფლება გამუდმებით შლის მშვიდობიან მოლაპარაკებებს მთიან ყარაბაღთან მიმართებაში, რითაც გარდაუვალს ხდის ამ პრობლემის სამხედრო გზით გადაჭრის ალბათობას.
"საბოლოო ჯამში აზერბაიჯანელი ჯარისკაცი გაამართლებს ხალხის, ქვეყნის ხელისუფლებისა და უმაღლესი მთავარსარდლის იმედს და მტრისგან გაათავისუფლებს ოკუპირებულ ტერიტორიას", _ განაცხადა საბიროღლუმ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი ამ მიმართულებით ემზადება და მტერმა ეს უნდა იცოდეს. მისივე თქმით, ახლანდელი აზერბაიჯანის არმიის სამხედრო მომზადება ბევრად აღემატება სომხეთის არმიის მომზადების დონეს.
ამასთან ერთად, საბიროღლუ ასევე აცხადებს, რომ სომხეთი აჭიანურებს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას და პროცოკაციების განხორციელებით, მათ შორის აზერბაიჯანელი 10 წლის მოზარდის მკვლელობით დაძაბულობას ზრდის.