საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინცინდეტის გამო ირაკლი ბათიაშვილს 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ასევე თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის შვილს, მეუღლეს და "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წევრს თეონა ქარდავას 400-400 ლარიანი ჯარიმები დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილისა და მეუღლის პროცესზე დასასწრებად მისული ირაკლი ბათიაშვილი დააკავეს.
ბათიაშვილის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც იგი სასამართლო დარბაზში მისი მეუღლისა და შვილის პროცესზე დასასწრებად შესვლას შეეცადა.
მანდატურებმა ბათიაშვილი სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს, რასაც ბათიაშვილსა და მანდატურებს შორის ინცინდენტი მოჰყვა.
ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს, პოლიციამ ირინა ბათიაშვილი, მაია ბათიაშვილი, "ეროვნული საბჭოს" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი და თეონა ქარდავა დააკავა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვას ცდილობდნენ.