თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ბათიაშვილის შვილს და მეუღლეს 400-400 ლარიანი ჯარიმები დააკისრა .ასევე 400 ლარიანი ჯარიმა შეეფარდა "დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის" წევრს თეონა ქარდავას.
რაც შეეხება ირაკლი ბათიაშვილს მისი პროცესი ჯერ არ დაწყებულა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილისა და მეუღლის პროცესზე დასასწრებად მისული ირაკლი ბათიაშვილი დაკავებულია.
ბათიაშვილის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც იგი სასამართლო დარბაზში მისი მეუღლისა და შვილის პროსესზე დასასწრებად შესვლას შეეცადა.
მანდატურებმა ბათიაშვილი სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს, რასაც ბათიაშვილსა და მანდატურებს შორის ინცინეტი მოჰყვა.
ასევე შეგახსენებთ, რომ დღეს, პოლიციამ ირინა ბათიაშვილი, მაია ბათიაშვილი, "ეროვნული საბჭოს" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი და თეონა ქარდავა დააკავა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვას ცდილობდნენ.