თბილისის საქალაქო სასამართლოში შვილისა და მეუღლის პროცესზე დასასწრებად მისული ირაკლი ბათიაშვილი დაკავებულია.
ბათიაშვილის დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც იგი სასამართლო დარბაზში მისი მეუღლისა და შვილის პროსესზე დასასწრებად შესვლას შეეცადა.
მანდატურებმა ბათიაშვილი სხდომათა დარბაზში არ შეუშვეს, რასაც ბათიაშვილსა და მანდატურებს შორის ინცინეტი მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ დღეს, პოლიციამ ირინა ბათიაშვილი, მაია ბათიაშვილი, "ეროვნული საბჭოს" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი და თეონა ქარდავა დააკავა, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვას ცდილობდნენ.