პოლიციის მიერ დაკავებული ლაშა ჩხარტიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადაყვანილი.
ამის შესახებ ინფორმაციას კახა კუკავა ავრცელებს. სავარაუდოდ, სასამართლოშივე უნდა იმყოფებოდეს ირინა ბათიაშვილიც, რომელიც სამართალდამცველებმა ჩხარტიშვილთან ერთად აიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ მათი დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ისინი პარლამენტის შენობის წინ, პარტია "თავისუფალი საქართველოსა" და არასამთავრობო ორგანიზაციების ეგიდით აგვისტოს ტრაგედიის შესახებ გადაღებული ფილმის პრეზენტაციასთან დაკავშირებით მცირერიცხოვანი აქციის მოწყობას გეგმავდნენ. აქცია პოლიციამ და სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა შეიარაღებულმა პირებმა დაშალეს.
აქციის მონაწილეებს ეჭირათ სხვადასხვა პლაკატები, მათ შორის: "აგვისტოს დღეები სააკაშვილისთვის დღესასწაულია, საქართველოსთვის კი ტრაგედია".